პროექტის სახელწოდება: შემოდგომა საქართველოში
პროექტის მთავარი იდეა:მოსწავლეებს გავაცნოთ რამდენად მრავალფეროვანია და ბარაქიანია შემოდგომა საქართველოში. შევაყვაროთ მოსწავლეებს სოფელი.( საქართველოს კუთხეების მაგალითზე)
პროექტის აქტუალობა:სოფელს ტოვებს ახალგაზრდები.უამრავი ოჯახია დაკეტილი და მიტოვებული.სკოლაში მცირდება მოსწავლეთა რაოდენობა.მოსავლიანი მიწები რჩება დაუმუშავებელი.
პროქტის მიზნები:მოსწავლეებმა გაეცნონ საქართველოს კუთხეებს.
გავაცნოთ კუთხეების ტრადიციები
მოსწავლეებს დავანახოთ რამდენად საჭიროა მათი ცხოვრება სოფლად.
მოსწავლეებს დავანახოთ , რომ სოფელში მცხოვრები ადამიანი შეიძლება იყოს წარმატებული.
მონაწილეთა ასაკი:მეოთხე კლასის მოსწავლეები
ვადები ხანგრძლივობა:ორი თვე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:მოვამზადებთ ღონისძიებას თემაზე "შემოდგომა ზეიმია"სადაც წარმოდგენილი იქნება საქართველოს სხვადასხვა კუთხის(სამეგრელო, იმერეთი, კახეთი,აფხაზეთი.) შემოდგომის ნობათი დატრადიციები. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
:სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი ჭურჭელი,შემოდგომის ნობათი, ფაცხა,სახლების მაკეტები. ფოტოაპარატი. და სხვა.
პროექტის მსვლელობა: მოსწავლეებთან და მშობლებთან ერთად დავამუშავეთ სცენარი..მოსწავლეები დავყავი ოთხ ჯგუფად . თითოეულ ჯგუფს მიეცა დავალება წარმოადგინონ თითოეული კუთხე.თითოეულ ჯგუფს დაეხმარება ორი მშობელი,რაც ხელს შეუწყობს მშობლებთან თანამშრომლობას.მონიტორს გაუწევს მასწავლებელი .სრულდება თუ არა დავალება გაწერილ დროში.
/სასაგნებთან გნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ბუნებისმცოდნეობასთან,ხელოვნებასთან,ხხელს უწყობს კვლევის უნარის განვითარებას,თანამშრომლობის უნარის განვითარებას.
პროექტის ხელმძღვანელი.(მასწავლებელი): ანნა მაჩიტაძე
ხელმძღვანელის ელფოტა:anna.machitidze@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:amachitadeze33.blogspot.com
Комментариев нет:
Отправить комментарий